აუთსორსინგის პარტნიორის სწორი ადგილის შერჩევა წარმატებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია. საქართველო წარმოადგენს აუთსორსინგ-პროექტებისათვის იდეალურ ადგილს თავისი ლიბერალური საინვესტიციო ეკონომიკით, კვალიფიციური და რამდენიმე უცხო ენის მცოდნე კადრებით.
საქართველო ბიზნესის წარმომადგენლებს უმარტივებს გზას საქმიანობის დასაწყებად: მოწინავე პოზიციები ბიზნეს რეიტინგებში, კომპანიის დაარსების სწრაფი და მარტივი პროცესი, გამორჩეული მასპინძლობის კულტურა, რაც ასევე აისახება ბიზნეს ცხოვრებაზე.
ბოლო წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განხორციელდა. ეს რეფორმები მიზნად ისახავდა მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს შექმნას უცხოელი ინვესტორებისთვის, ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდასა თუ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ლიბერალური ბიზნეს კლიმატით, დაბალი გადასახადებით, დაბალი ხარჯებით, კულტურული სიახლოვით ევროპასთან, ნიჭიერი ადამიანებით და ეკონომიკური პოტენციალით საქართველო წარმოადგენს უცხოური კომპანიებისათვის საიმედო აუთსორსინგ პარტნიორს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროპისათვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის, ლანდშაფტი, ისტორია, განვითარებადი ტურიზმი და საბანკო სექტორი, ქვეყანას უცხოელი ინვეტორებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
კომპანიის პროფილები
3,7 მილიონი მოსახლითა და 250 000-ზე მეტი კომპანიით, საქართველოში დაახლოებით 60 %-ით უფრო მეტი კომპანიაა ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე გერმანიაში. ეს ციფრები იმის დასტურია, რომ საქართველო კომერციული მეწარმეობისთვის იდეალური ქვეყანაა. მართალია არსებული სტატისტიკა გვაძლევს გარკვეულ საკითხებზე დაფიქრების საშუალებას, მაგრამ იგი ვერ ასახავს ხალხის ფიქრებსა და დამოკიდებულებებს. სწორედ ამ მიზნით, წარმოვადგინე კომპანიების ჩამონათვალი: მასში შესულია როგორც პატარა „სტარტაპები“, ისე ქართული და გერმანული სააქციო საზოგადოებები, რომლებიც იძლევიან ანალიზს ქართული აზროვნებისა და საერთაშორისო გავლენების შესახებ. ყველა ამ კომპანიისთვის საერთოა მეწარმოება და ენთუზიაზმი, რომელიც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა.